მარიონეტული რეჟიმი სოხუმში ბაღაფშისა და აფხაზეთის ომის ძეგლების დადგმას აპირებს

მარიონეტული რეჟიმი სოხუმში ბაღაფშისა და აფხაზეთის ომის ძეგლების დადგმას აპირებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ პრემიერ მინისტრის ვალერი ბგანბას განცხადებით, სერგეი ბაღაფშს სოხუმსა და ოჩამჩირეში ძეგლებს დაუდგამენ. სოხუმში მისი ბიუსტი მისსავე სახელობის მოედანზე დაიდგმება. ეს განცხადება ბგანბამ ე.წ მონუმენტალური ხელოვნების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

ასევე გადაწყდა, რომ სოხუმში დაიდგმება მემორიალური ძეგლი, რომელიც აფხაზეთის ომის დაწყებას მიეძღვნება. მისი ავტორი რუსლან გაბლიაა.