მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას ნიგერიაში 55 ადამიანი ემსხვერპლა

მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას ნიგერიაში 55 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, კადუნას შტატში მდებარე ბაზარში, მუსლიმ და ქრისტიან მუშებს შორის დაპირისპირებას 55 ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება ბაზრის ურიკების რიგში დაწყებული შელაპარაკებით დაიწო.
დაკავებულია 22 ადამიანი.

კადუნაში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება. ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი შეტაკება 2000 წელს, შტატში შარიათის კანონების შემოღების შემდეგ მოხდა, როდესაც დაახლოებით 1 000 ადამიანი დაიღუპა.

შტატი დღემდე გაყოფილია, - მუსლიმები ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილოეთით, ხოლო ქრისტიანები - სამხრეთ ნაწილში.