„მეცხრე არხის“ ჟურნალისტს „რეალ TV“–ის სტაჟიორები კადრში შეუცვივდნენ

„მეცხრე არხის“ ჟურნალისტს „რეალ TV“–ის სტაჟიორები კადრში შეუცვივდნენ

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ კორესპონდენტს თეა ალავერდაშვილს, რომელიც დღეს სტიქიით დაზარალებულ სოფელ ვაჩნაძეანში დაზარალებულ გლეხებს წერდა და შემდეგ პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, „რეალ TV“–ის სტაჟიორები კადრში შეუცვივდნენ. 

„ყველა რესპოდენტს, რომელიც ჩავწერე, საგულდაგულოდ აფიქსირებდნენ. აქეთ – იქიდან გვივლიდნენ და ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ბოლოს, პირდაპირი ჩართვის დროს, კადრში შემოვიდნენ. ოპერატორი, ვინმე გიორგი ბერიძე, ჩემს ზურგს უკან იდგა და გვიღებდა, რაც კადრებშიც ჩანს. მას თან დაჰყვებოდა ჟურნალისტის სტატუსით „რეალ TV“–ის სტაჟიორი გვანცა ტერტეროვა, რომელიც ასევე გურჯაანელია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თეა ალავერდაშვილმა.

არც გიორგი ბერიძეს და არც გვანცა ტერტეროვას აქამდე ჟურნალისტიკასთან რაიმე შეხება არ ჰქონიათ. მათი მეგობრების განცხადებით, ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი