"თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია"

"ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად დასრულდება", - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთეებს, რითაც გავრცელებლ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

"ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარმატებულად ვერ დასრულდა და ეს სპექტაკლიც წარუმატებლად დასრულდება. იქ სადაც არ არის გადაცდომა და დანაშაული, კომპრომატი ვერანაირად ვერ შეიქმნება. რაც შეეხება 2012 წლამდე სიტუაციას, იქ კომპრომატები კი არ შეიქმნა, ეს იყო ფაქტები.

რაც შეეხება მირზა სუბელიანის საქმეს, ეს ადამიანი ზის იქ, სადაც ზის. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია. როგორც ვერ დაადგინა 100 პროცენტიანი სიზუსტით პროკურატურამ, ვინ იყო ჭრილობის მიმყენებელი, ასევე ვერ დაადგინეთ თქვენ! თუ ვინმე რამეს დააშავებს, თუ ვინმეს აქვს რაიმე გადაცდომა, ამაზე პარლამენტი არ დახუჭავს თვალს.

რაც შეეხება 9 წლიან პერიოდს, ეს იყო ფაშისტურ-ნაცისტური ღირებულებებით მოქმედი რეჟიმი, რომელმაც შედეგად მოგვცა ადამიანების წამება-გაუპატიურება. ეს იყო ფაქტები და ამას ჩანაწერები არ სჭირდება", - განაცხადა კობახიძემ.