"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი" - კვირიკაშვილი მარიხუანას კანონპროექტზე

ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს და კითხვაზე იყო თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნული კანონპროექტი პასუხობს - "წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტი არაფერი".

გავრცელებული ინფორმაციით მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე ოცნებაში საუბარი, დაახლებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ამდენი ხნის განმავლობაში, სკანდალური კანონპროექტის მუხრუჭი ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი იყო.