"შენ მორალს ნუ მიკითხავ" - დაპირისპირება გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილს შორის

"ევროპული საქართველოს" მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებას, პარლამენტში ხმაური მოჰყვა. საკანონმდებლო ორგანომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ანგარიშს კენჭი უნდა უყაროს, თუმცა ანგარიშის მოსმენა საპარლამენტო უმცირესობის გარეშე გაგრძელდება.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული დასკვნით მმართველი გუნდი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადვოკატად წარმოჩინდა და შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის განხილვას აზრი ეკარგება.

"შენ მორალს ნუ მიკითხავ,"- მიმართა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.