შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ კადრებს, სადაც აღწერილია ინტერნეტტელევიზია ,,აიტივის” და სააგენტო ,,ინფო9″-ს ჟურნალისტებს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრებში ჩანს, რომ ,,აიტივის” ჟურნალისტი მუშაობაში ხელს უშლის სხვა ჟურნალისტებს, რის მიზეზადაც ,,უსამართლობას” ასახელებს. როგორც გავარკვიეთ, კადრებში ,,აიტივის” ჟურნალისტი დედამისს იცავს. ამ ინტერნეტტელევიზიის ხელმძღვანელია შსს-სთან დაახლოებული გურამ დონაძე, რომელიც ამავე უწყებაში პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა