გია ხუხაშვილი: „მარგველაშვილს ვულოცავ, მისთვის მძიმე პერიოდი მთავრდება“

გია ხუხაშვილი: „მარგველაშვილს ვულოცავ, მისთვის მძიმე პერიოდი მთავრდება“

ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს.

მისი მოსაზრებით, გიორგი მარგველაშვილისთვის პოლიტიკა არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და მისი ბიოგრაფიაც ამაზე მეტყველებს.

ხუხაშვილის განმარტებით, მარგველაშვილის ადგილი ყოველთვის სამოქალაქო სექტორში იყო და უბრუნდება ამ სექტორს, რაც სასიხარულოა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ ლოგიკური და კანონზომიერი გადაწყვეტილება. გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში ყოფნა არ იყო მისი ბუნებრივი მდგომარეობა, ის ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საზოგადოებრივ პლატფორმაზე და შესაბამისად, ის უბრუნდება ამ სფეროს. ეს კარგი და მისასალმებელია - მისთვის, ბევრად უფრო ბუნებრივი და გასაგები მდგომარეობა იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის სწორი. ვულოცავ კიდეც, რადგან მისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდი მთავრდება. კლასიკური პოლიტიკოსებისთვის ეს შესაძლოა ტრაგედია იყოს, თუმცა მისთვის ეს მოვლენების სასიხარულო განვითარებაა. მისთვის პოლიტიკა არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და არ მგონია, მან პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყოს", - განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხდება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.