კოალიციის სამ წევრს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" სამ წევრს: მერაბ კაჭაყიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. მათი შეფასებით, დღევენდელ სხდომაზე პროკურატურამ აღნიშნული პირების ბრალის დამადასტურებელი მყარი არგუმენტები ვერ წარმოადგინა, ამასთან სახეზეა საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვის მცდელობაც. პროცესს „კონსერვატორების“ ერთერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძეც ესწრებოდა, მისი შეფასებით დღევანდელი სასამართლო სხდომა, ისევე, როგორც ამ პირების დაკავება, პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. შეგეხასენებთ სამართალდამცავება კოალიციის სამი წევრი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით 16 ივლისს დააკავეს.