ბიძინა ივანიშვილი გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი გარდაბანს ესტუმრა.
ბიძინა ივანიშვილი დღეს „ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონულ ოფისს ეწვია და შტაბის მუშაობას გაეცნო. კოალიციის ლიდერი ოფისში შეკრებილ ადგილობრივ მხარდამჭერებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. საუბარი ძირითადად სოფლის მეურნეობის საკითხების გარშემო წარიმართა.