„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ, თუმცა ამის ფინანსური საშუალებები არ გააჩნიათ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალგაზრდებს საარჩევნო პროგრამის იმ მთავარ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელიც საპრეზიდენტო ფონდიდან ყოველწლიურად თანხის 50%-ის უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებაზე დახარჯვას ითვალისწინებს.
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტული გახდება საქართველოში მეტი უცხოური უნივერსიტეტის გახსნაც, სადაც ქართველ სტუდენტებს ამერიკული და ევროპული განათლებისა და დიპლომის მიღების საშუალება ექნებათ.
„ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, ერთ-ერთი პრიორიტეტია, დავეხმარო ახალგაზრდებს, ამ მიზნით საპრეზიდენტო ფონდის მინიმუმ, 50 პროცენტი ყოველწლიურად დაიხარჯება ახალგაზრდების განათლების დასაფინანსებლად. ამ მიზნით, ყველა უცხოური ვიზიტის დროს სავალდებულო ნაწილი პროგრამის იქნება უცხოურ უნივერსიტეტებში რექტორებთან შეხვედრა და მოთხოვნა, რომ მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღონ და მეტმა ქართველმა შეძლოს უცხოეთში განათლების მიღება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.