ივანიშვილის ბრძანებით საიდუმლო ფონდიდან მინისტრებისთვის გაცემული მილიონები

ივანიშვილის ბრძანებით საიდუმლო ფონდიდან მინისტრებისთვის გაცემული მილიონები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობებიდან გამომდინარე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებს დამატებით ანაზღაურებას აძლევს, სანაცვლოდ კი მინისტრები მას ემორჩილებიან.

„მნიშვნელოვანია, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, მოსყიდული ჰყავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მთავრობის წევრები. ამ ქვეყნის მთავარი მძარცველი, როგორც ჩანს, მისი მოურავების კეთილგანწყობას ყიდულობს და საბოლოო ჯამში, შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ მაგალითად, კულტურის მინისტრი ხელს უწერს, საყდრისის აფეთქებაზე. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი ხელს უწერს 2 მილიონ ნახევარი კვადრატული მეტრის ლარით გადაცემაზე მის დეიდაშვილს. შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ კვირიკაშვილი ყველაფერზე ხელის მომწერია. ჩვენ გვინახავს მისი მოსყიდული პროკურატურა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"შაბათის კურიერმა" საქართველოს მთავრობაში არსებულ საიდუმლო ფონდთან დაკავშირებით გაახმაურა ინფორმაცია. კურიერის წყაროს ცნობით, ამ ფონდიდან მინისტრთა კაბინეტის რჩეულებს ათი ათასობით ლარს უხდიან.