რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.
„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლა საშინელი კონფლიქტის პროვოცირებას გამოიწვევს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც ჩაერთო, შეიძლებოდა არც მოხდარიყო. „ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“, – განაცხადა მედვედევმა.