"პატრულმა იპოვა ორივე - ზედ ტროტუარზე ეძინათ "ჩაჩით" გალეშილებს"

 

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში თბილისში რუსი ტურისტების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს და წერს:

"მაკას მშობლებს მთაწმინდაზე აქვთ სასტუმრო, 4 თუ 5 ოთახია... 

ახლახანს დაიწყეს ვიზიტორების მიღება. 

ორი დღის წინ, ცოლ-ქმარი ჩამოვიდა რუსეთიდან, ნომერი დაიქირავეს და"ტბილისოს" ღირსშესანიშნაობების გასაცნობად წავიდნენ...

წავიდნენ და ვეღარ დაბრუდნენ - თავიანთი "ხოდით". 

პატრულმა იპოვა ორივე - ზედ ტროტუარზე ეძინათ "ჩაჩით" გალეშილებს. 

გააღვიძეს, მისამართი უპოვეს და "მიიტანეს"...

არა, შესაძლოა სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ემართებათ იგივე, მაგრამ ამ პატარა და საყვარელი სასტუმროს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ოკუპანტები ჩემპიონები არიან - "სახის ახევაში".

შეგახსენებთ, ანალოგიური კურიოზი შეემთხვა რუს ტურისტს იური პარფენოვს ამა წლის მაისში, პატაიაში ისე გამოთვრა ლუდით, რომ სასტუმროს ვეღარ პულობდა და ქუჩაში ცხოვრობდა.