თურქეთში, იზმირში, კატამ, რომლის წონაც ჩვეულებრივ წონაზე 5-ჯერ მეტი იყო, ვეტერინატის დანიშნული დიეტა „დაიცვა“ და წონაში დაიკლო. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.
კატა, სახელად ტაჩი 19.2 კილოგრამს იწონიდა. მისი პატრონები ამბობენ, რომ ცხოველს წონის გამო, გადაადგილება უჭირდა. ამასთან, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) აწუხებდა.
ვეტერინარული კლინიკის, Karşıyaka-ს ინფორმაციით, მან ერთ კვირაში უკვე დაიკლო რამდენიმე კილოგრამი და დიეტურ კვებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემები არ მოუგვარდება.
ვეტერინარები კატების პატრონებს აფრთხილებენ, რომ მათ მხოლოდ კატებისთვის განკუთვნილი საკვები აჭამონ, რადგან სხვა სახის საჭმელმა შეიძლება, წონაში მატება გამოიწვიოს. მათივე განმარტებით, ბოლო წლებია, კატებში ჭარბწონიანობის შემთხვევები მთელ მსოფლიოში გაზრდილია.