მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. 

,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, თავად მიხეილ ხუბუტია ამ დროისთვის საფრანგეთში იმყოფება და მას შვილის გარდაცვალების შესახებ მოგვიანებით შეატყობინეს.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მათ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერად და ეჭვობენ, მომხდარი მკვლელობას შესაძლოა უკავშირდებოდეს.