გერმანიის ქალაქ ნიდაში რამდენიმე ადამიანს დომინოს ყველაზე გრძელი ჯაჭვის წაქცევაში მსოფლიო რეკორდის მოხსნა სურდა, თუმცა მათ ეს ვერ შესძლეს. ამაში მოხალისეებს ხელი ბუზმა შეუშალა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
დომინოს ყველაზე გრძელი ჯაჭვის აწყობას 20-მდე ადამიანი 2 კვირა ცდილობდა. ჯაჭვში 600 000-მდე დომინოს ქვის დადებას აპირდნენ, უკვე აწყობილი იყო 569 229 ქვა. როგორც გამოცემა წერს, ბუზმა "დომინოს ეფექტი" იმაზე ადრე გამოიწვია, ვიდრე შემქმნელები გეგმავდნენ, შედეგად კი რეკორდი ვერ მოიხსნა.
მანამდე არსებული რეკორდი 538 000 დომინოს ქვისგან შედგებოდა.