Tot-10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ევროპაში - JATO Dynamics-ის რეიტინგი

Tot-10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ევროპაში - JATO Dynamics-ის რეიტინგი

2018 წლის 6 თვე ევროპის საავტომობილო ბაზარმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. გაყიდულია 8,66 მილიონი ავტომობილი, რაც 2,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ეს ციფრები დაფიქსირებულია, მიუხედავად დიზელის ბაზარზე არსებული მწვავე პრობლემებისა. შედეგად კი ამ ტიპის საწვავიანი ავტომობილების გაყიდვები შემცირდა 17%-ით და მათი საერთო წილი 37%-ია, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

JATO Dynamics-ის კვლევის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ევროპაში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 4%-ით 4.865 მილიონამდე შემცირდა, ხოლო SUV კატეგორიისა 24%-ით გაიზარდა და 2.92 მილიონი შეადგინა, რაც ამ სეგმენტისთვის ისტორიულად 
რეკორდული მაჩვენებელია. 

რაც შეეხება კონკრეტულ ბრენდებს, ლიდერი ამ შემთხვევაში იყო Volkswagen Group 42%-იანი ზრდით SUV სეგმენტში, რაც ყველაზე პოპულარული Volkswagen T-Roc-ის ბაზარზე გამოჩენამ გამოიწვია. ცალკეული მოდელების მხრივ კი ყველაზე გაყიდვადი SUV ამ ხნის განავლობაში არის Nissan Qashqai. 

top-10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ევროპაში

1. Volkswagen Golf - 257,550
2. Renault Clio - 185,2343 
3. Volkswagen Polo - 163,9244 
4. Ford Fiesta - 157,2865 
5. Nissan Qashqai - 134,5476 
6. Peugeot 208 - 132,7647 
7. Volkswagen Tiguan - 129,2378 
8. Skoda Octavia - 123,7109 
9. Renault Captur - 121,23510 
10. Vauxhall/Opel Corsa - 117,981 

top-10 ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო ბრენდი 

1 Volkswagen - 988,507 
2 Renault - 624,443 
3. Ford - 573,2504 
4. Peugeot - 542,4335 
5. Opel/Vauxhall - 493,8026 
6. Mercedes-Benz - 460,0557 
7. Audi - 432,1918 
8. BMW - 428,1859 
9. Fiat - 405,51110 
10. Skoda - 398,650 

რაც შეეხება ქვეყნებს, ყველა სუსტად ამ ხნის განავლობაში მიხუედავად იმისა რომ ის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ბაზარია დიდი ბრიტანეთში მიმდინარე წელს გაყიდვები შემცირებული 6.3%-ით. ყველაზე დიდი ზრდა კი ერთ-ერთ ყველაზე პატარა ბაზარზე რუმინეთშია 33.4%-ი.