მელანია ტრამპი გართობის მოყვარულებს იხმობს. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა შობის დღესასწაული შესაძლოა თეთრ სახლში გაატარონ. ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ღია შესარჩევი ტური უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ღონისძიებაზე მელანია ტრამპი მოხალისეებსაც ეპატიჟება. მათ თეთრი სახლის სადღესასწაულოდ მორთვა დაევალებათ.
აშშ-ის პირველ ლედის სურს შობის დღესასწაულზე რეგიონული მუსიკალური ჯგუფებიც მიიპატიჟოს. საუბარია სასკოლო ბენდებზე და გუნდებზე.