თუ რიო-დე-ჟანეიროში საღამოს წვეულებაზე მიგიწვევენ, არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ დაპატიჟებულ დროს. სასურველია თუ სულ ცოტა ერთი საათით დაიგვიანებთ, რამდენიმე საათის დაგვიანებით მისვლა საუკეთესო იქნება. ბრაზილიური პუნქტუალურობის შესახებ BBC Travel-ი წერს.
"მთელს ბრაზილიაში, წვეულებაზე დროულად მისვლა მასპინძლის უპატივცემულობად ითვლება" - ამბობს ბრაზილიელი პროფესორი ჟაკლინ ბონ დონადა, "ეს ისეთივე უპატივცემულობაა, როგორც დაუპატიჟებლად მისვლა", - დასძენს ის.
BBC Travel-ის ცნობით, ასეთი მიდგომა ქალაქის თავისებურებიდან გამომდინარეობს. აქ განსაკუთრებით ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორს, როგორიც არის "აუჩქარებელი ცხოვრება", მითუმეტეს, რომ ბრაზილიელთა ერთ-ერთი სლოგანია "ცხოვრება პლაჟია". ამაზე ასევე მოქმედებს მუნიციპალური ტრანსპორტის მუდმივი დაგვიანებაც, ან უბრალოდ ქალაქში ძველი ნაცნობის შეხვედრა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავთ.
საბოლოოდ, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებლები ერთმანეთისგან პუნქტუალურობას არ ელოდებიან და ამას ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობასაც არ ანიჭებენ.