ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ მალაგას პროვინციაში საქართველოს და სომხეთის სამი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა ედებათ. სამივე მათგანი მარბელაში, ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრის დროს აიყვანეს. პოლიციის ცნობით, ისინი მოწინააღმდეგე დაჯგუფების წევრის მოკვლას გეგმავდნენ.
ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველი, გავლენით რიგით მესამე „კანონიერ ქურდად“ ითვლება რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა.
ამჟამად სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ფალისფიცირებული დოკუმენტები. მათ შორის არის ყალბი პასპორტები.
დაკავება ხმაურიანი ოპერაციის „სომხური მაფიის“ გაგრძელება იყო. ივნისის ბოლოს ამ ოპერაციის ფარგლებში 129 ადამიანი დააკავეს.