მამუკა ბახტაძე ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მამუკა ბახტაძე ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა. სექტემბრიდან ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. 

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.