აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო წვრთნას Twitter-ში ეხმაურება. თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გორში გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც ამერიკელი ჯარისკაცები და გორელი ბავშვებია გამოსახული.
„დამეგობრება აღმოსავლეთ ევროპაში. გორში ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებს შეხვედროდნენ. ეს შეხვედრა სამხედრო წვრთნების ფარგლებში შედგა“, - ნათქვამია განცხადებაში.