სერენა უილიამსი „როჯერსის თასში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს

სერენა უილიამსი „როჯერსის თასში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს

 

სერენა უილიამსი „როჯერსის თასში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს. სპორტული ღონისძიება 4 აგვისტოს დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზად სპორტსმენმა პირადი მიზეზები დაასახელა. 

ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ უილიამსი ბრიტანელ ჯოანა კონტასთან 1-6, 0-6 დამარცხდა.

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებული სპორტსმენისთვის ეს დამარცხება კარიერაში ყველაზე გამანადგურებელი იყო. 

შვილის გაჩენის გამო, 13-თვიანი შესვენების შემდეგ, უილიამსი კორტებზე 9 მარტს დაბრუნდა.