„ანადოლუ“ - თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირსა და ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი 39 უცხოელი დააკავეს

„ანადოლუ“ - თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირსა და ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი 39 უცხოელი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სტამბულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირსა და ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი 39 უცხოელი დააკავა. ამის შესახებ „ანადოლუ“ პოლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა ქალაქის 6 რაიონში, 12 მისამართზე ერთდროულად რამდენიმე რეიდი ჩაატარეს.

ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ასევე დოკუმენტაცია და ციფრული აღჭურვილობა ამოიღეს.