სალომე ზურაბიშვილი მის პოლიტიკურ გეგმებზე განცხადებას ორშაბათს გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილი მის პოლიტიკურ გეგმებზე განცხადებას ორშაბათს გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილი მის პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა. 

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას და დაუჭერს თუ არა მას მხარს მმართველი პარტია, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამაზეც ორშაბათს ისაუბრებს. „ყველაფერზე ვისაუბრებ ორშაბათს, ორშაბათიდან თქვენი ვარ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ სად და რომელ საათზე გააკეთებს ის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას.