თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები მეუფისგან დაინტერესდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მეუფე იაკობის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც მამალაძის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.
„ეს არის სიცრუე. ადამიანი როდესაც მატყუარაა, ყოველთვის მატყუარად დარჩება. ამაზე ყოველთვის ჭორიკნები საუბრობდნენ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ამ განცხადებაში.