რუსული ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ოკუპირებული ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი

რუსული ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ოკუპირებული ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი

მომავალ კვირას 10 წელი სრულდება, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მას შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორია ოკუპირებული აქვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაშია ნათქვამი. 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ამ ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი.

„ყოველივე ამას საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით აკეთებენ. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, სოფელ წებელდასთან მე-8 და მე-9 საუკუნის ნანგრევები გაანადგურეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ადგილი სამხედრო სასროლეთისთვის გამოეყენებინათ. ამით საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი სამუდამოდ გაქრა.

ახლახან კი რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სოფელ ერედვში მასობრივად გაანადგურეს იძულებით განდევნილი ქართველების სახლები. მრავალ მიზეზს შორის, ეს სულ რამდენიმეა, რის გამოც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიუღებელია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში.