NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ მმართველი პარტიის გარდა ვინმე სხვა მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 35% მიიჩნევს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ მმართველი პარტიის ხელში იქნება პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი.
არც ერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%, კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" კი 17%-მა გასცა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.