NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს. გამოკითხვის თანახმად, 62% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი უნდა დაასახელოს. რესპონდენტთა 15% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს, აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვას კი პასუხი "არ ვიცი" 21%-მა გასცა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.