კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მისაღებია

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მისაღებია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღები იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 89%-მა იცოდა პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე ინფორმაცია, 9%-მა კი ამის თაობაზე არ იცოდა. 

ამასთან, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მისაღებია, 29%-სთვის კვირიკაშვილის გადადგომა მიუღებელია, 28%-მა კი, კითხვაზე - მისაღებია თუ მიუღებელია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, უპასუხა, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. 

კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.