NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20%

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 11% - "ნაცმოძრაობას", 4% - "ევროპულ საქართველოს", 3% - "ლეიბორისტულ პარტიას"

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 11% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% - "ევროპულ საქართველოს", 3% კი - "ლეიბორისტულ პარტიას".

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.
კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.