პრეზიდენტის შეგინება 45 წლის მამაკაცს შესაძლო სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. სააკაშვილის უცენზურო სიტყვებით მოხსენიების გამო დაკავებული პირი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. პოლიციის პიკაპი, რომლითაც ის გადაჰყავდათ, თვითმხილველთა თქმით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და საჩხერე ჭიათურის გზაზე ამოტრიალდა. თავად პოლიციელები მსუბუქად დაშავდნენ, ხოლო მათ მიერ დაპატიმრებული ემზარ გოგოლიძე კი, თავის და ხერხემლის ტრამვებით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გოგოლიძის აყვანამდე პოლიციამ პრეზიდენტის შეგინების ბრალდებით კიდევ ორი ახალგაზრდა დააკავა, მათ პატიმრობა უკვე შეუფარდეს.