ჟურნალისტების ცემის ახალი ვიდეო-მასალა

ჟურნალისტების ცემის ახალი ვიდეო-მასალა

სააგენტო ინფო9-ის ჟურნალისტებს რეზო ნადირაძეს და ლექსო ალექსიძეს კარალეთის კოტეჯებში წართმეული ვიდეო-კამერა გამომძიებელმა დაუბრუნა. როგორც რეზო ნადირაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, ვიდეო-კამერაში ცემის ფაქტი არაა წაშლილი. ,,დამირეკა და გამომძიებელმა მითხრა, კოტეჯებში უპოვიათ თქვენი კამერა და წაიღეთო” – ამბობს რეზო ნადირაძე. მოგვიანებით სააგენტომ ჟურნალისტების ცემის ამსახველი ვიდეო-მასალა გამოაქვეყნა.