რუსეთის ცუდი საქციელის გამო არც ერთი მთავრობა არ უნდა დავადანაშაულოთ, იქნება ეს სააკაშვილის თუ კვირიკაშვილის

რუსეთის ცუდი საქციელის გამო არც ერთი მთავრობა არ უნდა დავადანაშაულოთ, იქნება ეს სააკაშვილის თუ კვირიკაშვილის

რუსეთის ცუდი საქციელის გამო არც ერთი მთავრობა არ უნდა დავადანაშაულოთ, იქნება ეს სააკაშვილის თუ კვირიკაშვილის, რუსეთი იქცევა ისე, როგორც იქცევა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისადმი.

“პირველ რიგში, ვფიქრობ, რუსეთის ცუდი საქციელის გამო არც ერთი მთავრობა არ უნდა დავადანაშაულოთ, იქნება ეს სააკაშვილის თუ კვირიკაშვილის, რუსეთი იქცევა ისე, როგორც იქცევა. მას სამეზობლოში გავლენის შენარჩუნება, არასტაბილურობის შექმნა, საქართველოს და უკრაინის ევროპისგან ჩამოშორება სურს, რუსეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს. აქ რამდენიმე ფაქტორია. თუ რუსეთს არ სურს იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც ვითხოვთ, ამ შეთხვევაში მოქმედების არეალი შეზღუდულია და ეს [საქართველოს] ორივე მთავრობის პოლიტიკას ასახავს. მეორე ფაქტორია აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობასთან დაკავშირება და მათთვის იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. და მესამე დემოკრატიისკენ, რეფორმისა და დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრაციისკენ ორიენტირებაა. და ამას ორივე მთავრობა აკეთებდა. ეს საბოლოოდ საქართველოსთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მსოფლიოში მისი ადგილის საუკეთესო გარანტია“, - განაცხადა ელჩმა.