ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საპატრიარქოში მივიდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სარალიძე პატრიარქთან შესახვედრად შვილთან, მეუღლესთან და აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორ ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას კუპრავა არ დაესწრება.
ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა, რაზეც ილია მეორემ თანხმობა განაცხადა.