ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც ზაზა სარალიძეს აქვს

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც ზაზა სარალიძეს აქვს

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საფუძვლიანი ეჭვია, რომ გარკვეული საკითხები არ იყო გამოძიებული გულგრილობის ან სხვა გარემოებების გამო.

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს. ბევრი დეტალია საქმეში, რაც ეჭვს იწვევს, მაგრამ ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების და მიტინგის მეშვეობით არის რთული. ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს და გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო გარემოებას, მივიტან ყველა უწყებამდე. ვეცდები, რომ როგორც სახალხო დამცველმა ეს ფუნქცია განვახორციელო, რომ მივიტანო ბატონი ზაზას სათქმელი გამოძიებამდე. ბატონ ზაზას აქვს დაკარგული რწმენა გამოძიების მიმართ და ჩემი ფუნქცია არის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, გამოძიებამ არ უნდა დატოვოს კითხვები. შევხვდები ყველას, ვისაც საჭირო იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი გეგმავს, რომ კონტაქტი ჰქონდეს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან და დაინტერესდეს გამოძიებით. 

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად წარიმართა გამოძიება. 

„ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენი რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე მივიდა და ზაზა სარალიძეს პირისპირ შეხვდა.