საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შეხვედრაზე პირისპირ დარჩნენ. შეხვედრას თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გუშინდელი აქციის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, ამ წუთებში პრეზიდენტი და ზაზა სარალიძე საუბრობენ, დეტალებზე კი გიორგი მარგველაშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და უფლებადამცველი ზვიად კუპრავა.