იუსტიციის მინისტრს დავალება მივეცი, ახალი პროკურორი მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღეს ირაკლი შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც თანამდებობა დატოვა. "მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა დავიწყოთ. დავალება მივეცი, მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს პროკურორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.