11 ივლისს ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები მერეთში და დიცში მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ეპატიჟებიან. შეხვედრა გორში 15 ივლისს კომბინატის ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც სხვა სოფლებში, აქაც ,,ქართული ოცნების” ლიდერებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან. მერეთში ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი მზია ტურაშვილი აქტიურობდა, ხოლო სოფელ დიცში – ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული – ზურაბ ბოლაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილი ხელისუფლებაში 2020 წლამდე უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ოსები წამოგვასხდებიან თავზე”.