ანტენების დაპატიმრების პარალელურად, საქართველოში ჟურნალისტების დევნის ფაქტებიც მატულობს. ამჯერად სპეციალური რაზმის თავდასხმის ობიექტი მეცხრე არხისა და ინფო ცხრის შემდეგ სტუდია "ჯიენესი" გახდა. ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემას, რომელიც რეპორტაჟს, სწორედ მედიის დევნის ფაქტებზე აკეთებს ზესტაფონში რამდენიმე კამერა დაახვედრეს. ე.წ-ულ "მედია ჯგუფზე" გავლენა ვერც სახალხო დამცველის სპეციალურმა განცხადებამ მოახდინა. ისევ უმოქმედოა სამართალდამცავი უწყება. ჯი-ენ-ესის ჟურნალისტმა დღეს ინციდენტის ადგილზე პოლიციაც კი, გამოიძახა, თუმცა საპატრულო სამსახურმა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ოქმიც კი, არ შეადგინა.