სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს და სომხეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს.