პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტიალურ საკითხებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილს კონკრეტულ საკითხზე, თუ რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი, განმარტებები არ გაუკეთებია. "გამოსვლა შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშით დღეს წარდგება.