საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
„ისევე, როგორც გასულ წლებში, პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან“, - განუცხადეს ინტერპრესნიუსს მთავრობის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ანგარიშით დღეს წარდგება.