საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.
პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატების გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ცნობილია ისიც, რომ პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენის შემდგომ, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, პოლიტიკური დებატები გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს მოუწევს პასუხის გასცეს ყველა იმ კითხვას, რაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მუშაობას უკავშირდება, მათ შორის შეწყალების საკითხს.
პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ექნებათ, ფრაქციებს 15-15 წუთი, დამოუკიდებელ დეპუტატებს კი – 5-5 წუთი.