მთავარი საზომია ის, რომ ლიდერი ისევ საჭესთან არის და მზად არის უხელმძღვანელოს გუნდს

მთავარი საზომია ის, რომ ლიდერი ისევ საჭესთან არის და მზად არის უხელმძღვანელოს გუნდს

მთავარი არ არის ვიქნებოდი თუ არა მე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში - მთავარია, რომ იცვლება დამოკიდებულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. 

მისივე შეფასებით, განახლებული პოლიტსაბჭო არის ოპტიმალური და მას იმედი აქვს, რომ პოლიტსაბჭოს წევრებს ყრილობა მხარს დაუჭერს. 

„პოლიტსაბჭოს განახლებული ფორმატის მთავარი ღირსება არის ის, რომ პირველი ნომერია ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ახალი შანსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ქვეყნისთვისაც. მთავარი საზომი არის ის, რომ ლიდერი ისევ საჭესთან არის და ისევ მზად არის უხელმძღვანელოს გუნდს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები -  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. 

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.