დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის საბჭოში დარჩა

დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის საბჭოში დარჩა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის საბჭოში დარჩა.

"დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი, თვლიდა, რომ შეიძლებოდა მისი წევრობა სხვაგვარად ყოფილიყო აღქმული, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საბჭოში უნდა ყოფილიყო ადამიანი, არა პარლამენტიდან ან მთავრობიდან. ასეთი ადამიანი იყო დავით საგანელიძე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება თავად მას, დეპუტატის თქმით, მისი თვითმიზანი პოლიტსაბჭოს წევრობა არასოდეს ყოფილა.

"ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ და შევთანხმდით პრინციპზე, რომელიც არის ის, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა ყოფილიყვნენ აღმასრულებელი მდივნები, სპიკერატი პარლამენტიდან, ასევე ფრაქციის წარმომადგენლები. თავად შემადგენლობა უკვე ცნობილია და მე ვიმეორებ, ჩემთვის, ისე როგორც დანარჩენი ყოფილი წევრებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და არ არის. პოლიტსაბჭო არის პირველ რიგში ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს, სტრატეგიულ კურსს და ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე. უნდა შექმნილიყო პარტიისთვის ყველაზე მოქნილი სტრუქტურა და ამიტომ შემცირდა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-მდე. ეს არის ის ოპტიმალური სტრუქტურა, რომელიც შეიძლება მართო. არანაირი პიროვნული დისკუსიები არ ყოფილა", - აღნიშნა ზოიძემ.