ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს განსაკუთრებულ შემთხვევებში ომის გამოცხადების ან სამხედრო ოპერაციის დაწყების უფლებამოსილება მიანიჭა.
ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ისრაელის პარლამენტის პლენუმმა მეორე და მესამე მოსმენით ცვლილებები მიიღო „ომის გამოცხადების ან საბრძოლო ქმედებების დაწყების უფლებამოსილების“ შესახებ კანონში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მინისტრთა კაბინეტის საჭირო კვორუმის მოსაწვევად დრო არ არის, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ ომის გამოცხადების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პარლამენტში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა შემთხვევებში მიღებული კანონმდებლობა ვიწრო სამხედრო-პოლიტიკურ კაბინეტს ომის გამოცხადების ან სამხედრო ოპერაციის დამტკიცების უფლებამოსილებას ანიჭებს.
„სამხედრო ქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრების ნახევარის დასწრება“, - დასძინეს ისრაელის პარლამენტში.