„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.

პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება ასევე პარლამანეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

როგორც სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდება და მათ შორის სავარაუდოდ, დეპუტატები აღარ იქნებიან.

პოლიტიკური საბჭოს სხდომას დატოვებენ თემურ ჭკუასელი და დავით საგანელიძე.