თემურ ჭკუასელი: “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება

თემურ ჭკუასელი: “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება

"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დაწყებამდე დეპუტატმა და საბჭოს წევრმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა.

მისი თქმით, პირადად თვითონ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშ სავარაუდოდ აღარ იქნება.

„შემცირდება პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა. მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები. პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პილიტიკურ საბჭოს“, - განაცხადა ჭკუასელმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან.